პროდუქციის მიწოდების წესი

7000 ლარის და ზემოთ პროდუქციის შეძენისას მიწოდების სერვისი თბილისსა და მის შემოგარენში არის უფასო; ხოლო სხვა შემთხვევაში მიწოდება ხორციელდება „ExWork“ წესით საწყობიდან.

მიწოდების პროცესი დასრულებულად ითვლება და საქონელი გადაეცემა მომხმარებელს საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.

პროდუქციის გადატვირთვა ხორციელდება მომხმარებლის მიერ მანქანის მისვლიდან 1 საათის მანძილზე. გადატვირთვა უნდა განხორციელდეს ხელით ან თვითმტვირთველის გამოყენებით; გადატვირთვის დროს მანიპულატორი ამწეს გამოყენება აკრძალულია.